ძარცვა, ფეხბურთელის დაჭრა "მარსელის" ბაზის შტურმისას და გადადებული მატჩი

AutoSharing Option
კლუბის ბაზას ისე შეუტიეს, თითქოს ბასტილიას აღებას აპირებდნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი "მარსელსა" და "რენს" შორის არეულობების გამო გადაიდო.

გუნდის შედეგებით უკმაყოფილო გულშემატკივრები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ, გუნდის მცველს, ალვარო გონსალესს ზურგში პეტარდა ესროლეს და დაჭრეს, მწვრთნელის - ანდრე ვილაშ-ბოაშის ჩემოდანი გახსნეს და მისი პირადი ნივთები წაიღეს.

პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. დაჭრილია 3 პოლიციელი, დაზიანებულია სპეცსამსხურების 3 ავტომობილი, დაკავებულია 25 ფანი, - იტყობინება Get French Football News-ი.
ქომაგები კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადაყენებას ითხოვენ.

კლუბმა განაცხადა, რომ
ბაზაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიჭრა, დაწვეს 5 ხე, შენობაში დაამტვრიეს ინვენტარი, ზარალი რამდენიმე ასეულ ათას ევროს შეადგენს და დამნაშავეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული