მიქაუტაძემ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ხელშეკრულება 2 სეზონით გაახანგრძლივა და ამ კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

მიქაუტაძე "მეცს" ბელგიის "სერენში" ჰყავს განათხოვრებული, რომლის რიგებში მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

"სერენი" მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

შეგახსენებთ, მალე მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ჩვენს ეროვნულ გუნდში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სერენში მას ისეთი კარგი შედეგები აქვს რომ დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში მეცში აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს წარმატებას ვუსურვებ იმედი მაქვს მეცშიც ასევე გაგრძელებს თამაშს როგორც სერენში.
გიო
00:28 13-03-2021
0
ეს ძალიან კარგია ლიგა 1 მაღალი დონის ჩემპიონატია ტოპ ლიგებში შედის მეციც კარგი გუნდია არ ვიცი მეცში რამდენ დროს მისცემენ და იქ როგორ ითამაშებს მაგრამ ვუსურვებ რომ იქაც ასევე კარგად ითამაშოს როგორც სერენში თამაშობს მართალია ძალიან დიდი განსხვავება კლასში ბელგის მე 2 ლიგასა და ლიგა1 ს შორის მაგრამ მე იმედი მაქვს მოუმატებს იქაც გაიბრწყინავს წარმატებები.
ზურა
00:53 13-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული