მიქაუტაძემ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ხელშეკრულება 2 სეზონით გაახანგრძლივა და ამ კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

მიქაუტაძე "მეცს" ბელგიის "სერენში" ჰყავს განათხოვრებული, რომლის რიგებში მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

"სერენი" მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

შეგახსენებთ, მალე მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ჩვენს ეროვნულ გუნდში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეროვნული ნაკრების, ყველა შემტევის დიდი გამოცდილების და დიდი პატივისცემის მიუხედავად, როცა შემტევს წლების განმავლობაში ჯამში 20-25 გოლზე მეტი გატანილი არ აქვს ის შემტევი უბრალოდ აღარ არის, 20-25 გოლი არა 1 სეზონში არამედ 6-7 სეზონის განმავლობაში. მას უბრალოდ გოლის გატანის ალღო აღარ ახსოვს როგორი არის, შესაბამისად ეს ახალგაზრდა ნამდვილად უკეთესი ალტერნატივა უნდა იყოს.
0
Კარგია ძალიან.დროა წინა ხაზი გადახალისდეს,კონკურენცია ნაკლებია და შედეგიც ნულია.
Levan
10:10 13-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული