"ლორიენის" 22 წლის ფორვარდმა არმან ლორიონტმა გუშინ, 21 მარტს, ლიგა 1-ის 30-ე ტურში "ნანტის" კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო.
"რენის" აღზრდილი ლორიონტი ლიგა 1-ში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს და თავი შედევრი გოლის შექმნით გამოიჩინა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ორივე გუნდი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის. "ნანტი" 28 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, ხოლო "ლორიენი" 29 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.