საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში "რენმა" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა გოლები 45-ე და 46-ე წუთებზე გაიტანეს. თავი გაეტან ლაბორდემ და ფლავიენ ტაიტმა გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ პარიზელების რიგებიდან მოედანზე ლიონელ მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე და ანხელ დი მარია ვიხილეთ. მიუხედავად მრისხანე შემტევებისა, პსჟ-მა მთელი თამაშის განმავლობაში ალფრედ გომისის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა.
ამრიგად, 9 ტურის თავზე "რენი" 12 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, "პარი სენ ჟერმენი" 24 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება.
"რენი" მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, "მეცის" წინააღმდეგ გამართავს. პსჟ 15 ოქტომბერს "ანჟერს" უმასპინძლებს.