პსჟ-ს, მესის გარდა, ყველა არგენტინელი დატოვებს

AutoSharing Option
L'Equipe-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ზაფხულში, ლიონელ მესის გარდა, გუნდში მოთამაშე ყველა არგენტინელის გაყიდვას გეგმავს.

წყაროს თქმით, ანხელ დი მარია ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს, ლეანდრო პარედესი და მაურო იკარდი კი, სავარაუდოდ, გეზს სერია A-სკენ აიღებენ.

შეგახსენებთ, ანხელი 34 წლისაა, საფრანგეთში 2015 წლიდან გამოდის, ამ სეზონში პსჟ-ის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 3 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

პარედესი გუნდს 2019 წლის იანვარში "ზენიტიდან" შეუერთდა. ამ წელს 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

29
წლის იკარდი 2019 წელს "ინტერიდან" იჯარით წამოვიდა. მომდევნო წელს ფრანგებმა 50 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. რაც შეეხება ამ სეზონის სტატისტიკურ მონაგარს, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა 30 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეოს თამაშებს, რომ ვუყურებ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ თამაშობს, თამაშის გამო და არა ისეთი სყვარულით და ჟინით როგორიც იყო ბარსაში. არც მიკვირს პსჟე, მაინც უცხოა ლეოსთვის.
გიგა
15:04 19-04-2022
0
ოხ ლეო, როგორ მენანები, მაგ გუნდისთვის? /ლაპორტა:დდდ/
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული