პსჟ-ის მწვრთნელად გალტიე დანიშნეს

AutoSharing Option
გადაყენებული მაურისიო პოჩეტინოს ნაცვლად პსჟ-ის მწრთნელად კრისტოფ გალტიე დანიშნეს.

"ნიცას" ყოფილ თავკაცს პარიზულმა კლუბმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. "პარი სენ ჟერმენი" "ნიცას" კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

გალტიეს ხელმძღვანელობით, 2013 წელს "სენტ ეტიენმა" საფრანგეთის ლიგის თასი, 2021 წელს კი "ლილმა" ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს პსჟ საფრანგეთსა და საერთაშორისო ასპარეზზე. ამბიცია, სიმკაცრე და გუნდის პოტენციალის ოპტიმიზაცია ჩემი სახელმძღვანელო პრინციპები იქნება", - განაცხადა გალტიემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ეხლა არი თეორეტეკოსი რა. იმედია გაქაჩავს, მარა ამდენი ვარსკვლავი და ავტორიტეტი როცა გუნდშია მწვრთნელიც ვარსკვლავი უნდა იყოს ცნობილი და წარმატებული რომ დიდი ავტორიტეტი ქონდეს თორე ვერ დაიმორჩილებს იმათ არ ექნება გავლენა. მადრიდის რეალის გამოცდილებაში ჩანს ეს ყველაზე კარგად
0
ვაის გავეყარე და უის შევეყარეო ასეა ამათი საქმე
მურთო
21:21 05-07-2022
0

სიახლეები პოპულარული