კილიან მბაპეს სურს, რომ პსჟ-მა ნეიმარი გაყიდოს.
ჟურნალისტ რომან მოლინას ცნობით, ფრანგმა შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა, რომ ბრაზილიელი სხვა გუნდში გაუშვან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარის გაყიდვას მბაპეს გარემოცვა მას შემდეგ ითხოვს, რაც კილიანმა გუნდთან არსებული კონტრაქტი გაახანგძლივა.
როგორც ჩანს, ორ თანაგუნდელს შორის სიყვარული სიძულვილად გადაიზარდა, ფრანგი თვლის, რომ "სელესაოელისგან" 5 წელში ბევრი რამ ისწავლა, ახლა კი დროა მათი გზები გაიყოს და მაგალითი ლეოსგან აიღოს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით