
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ 27 წლის თავდამსხმელის მორიგი გუნდი "ნიცა" იქნება, სადაც აფრიკელი ფეხბურთელი იჯარის წესით გადავა.
"არსენალმა" პეპე სწორედ ლიგა 1–დან, "ლილიდან" წამოიყვანა და 3 წელში ნიკოლასმა "მეთოფეთა" ფორმა ყველა ტურნირზე 112 შეხვედრაში მიიღო, სადაც 27 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.