ლიგა 1-ის მე-16 ტურში პსჟ-მა "სტრასბურგს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პენალტის ნიშნულიდან კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ მუნდიალის ფინალის შესახებ გააკეთა კომენტარი:
"პირადად მე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხს ვერასდროს გადავიტან, მაგრამ რაც უნდა მოხდეს ნაკრებში, პსჟ სულ სხვაა.
გადაწყვეტილი მაქვს, რომ დედაქალაქს ყველა ტიტული დავუბრუნო", - თქვა მბაპემ.