პსჟ გადახალისდება და შეიძლება შეტევაში მბაპესა და ოსიმენის დუეტი ვიხილოთ

AutoSharing Option
"ეკიპი" იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პსჟ სერიოზულად გადახალისებას და ახალი გუნდის კილიან მბაპეს გარშემო შექმნას აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენი" ახალგაზრდებს მეტ ნდობას გამოუცხადებს და შემადგენლობას გააძლიერებს. პარიზული კლუბი პაუ ტორესის (ვილიარეალი), იბრაგიმ სანგარეს (პსვ), ბერნარდუ სილვას (მანჩესტერ სიტი), გონსალუ რამუშის (ბენფიკა) და ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) შეძენას შეეცდება.

როგორც უკვე გაცნობეთ, პსჟ-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში ჩავიდნენ და ნიგერიელის აგენტს შეხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პსჟ-ს უპირველეს ყოვლისა ჭირდება მწვრთნელი. არც პოჩეტინო, არც გალტიე დიდი მიზნებისათვის არ გამოდგებიან. ასევე ჭირდება მაღალი დონის ნახევარმცველები. გუნდს ნახევარდაცვა არ ყავს- ერთი ვერატია და ისიც ნახევარჯერ ტრავმირებულია ან ტრამვის მერე ფორმაში არ მყოფი. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება და გრანდად ქცევა უნდათ გრანდის მწვრთნელი უნდა მოიყვანონ და ტრანსფერებიც მას მიანდონ .
არტ
08:48 11-03-2023
0
პსჟ მესისთან ერთად ჩ.ლ-ს ვერ მოიგებს იმიტომ რომ ის გუნდში დაგულაობს და როცა მოედანზე ომია და ლიდერი გულაობს როგორ მოიგებ.
ჩემი აზრით
13:07 10-03-2023
3

სიახლეები პოპულარული