ჩაო! ორევუარ! - მესის საუდის არაბეთში გაფრენა არ აპატიეს და პსჟ-ის დატოვება მოუწევს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში "ლორიანთან" 1:3 წაგების შემდეგ რამდენიმე საათში უნებართვოდ გაემგზავრა საუდის არაბეთში და კლუბმა დასაჯა.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბი მიიჩნევს, რომ 35 წლის მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ორი კვირით გუნდს ჩამოაშორეს და "ტრუასთან" 7 მაისს და "აიაჩოსთან" 13 მაისს ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ეკიპი" იტყობინება, რომ არგენტინელი ამ პერიოდში ხელფასს ვერ მიიღებს და ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა, რომელიც მესის მუდამ აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ
ლეომ გუნდი უნდა დატოვოს.

"მე ისევ მაშინებს ის, რასაც ვისმენ. ეს იმასთან დაკავშირებით მაღელვებს, რასაც მესის პსჟ-ში გატარებულ წლებზე ვფიქრობ.

რატომ ჩამოვიდა? ეს წმინდა ფინანსური საკითხია. პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც შეეძლო მიეცა ის, რაც უნდოდა. ერთადერთი.

თუმცა ახლაც კი "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ კატალონიურ კლუბს არ შეუძლია თავს მისი დაბრუნების უფლება მისცეს, ამიტომ ცდილობს კატარელებს რაც შეიძლება მეტი ფული დასტყუოს და ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მაგრამ ახლა - ჩაო! ორევუარ! ბაი-ბაი! საკმარისია", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რატომ ვითომ ვარჯიში გააცდინა თუ რა ? ვარჯიში თუ არ გაუცდენია მაგათ ვინ კითხავთ სად წავა და სად არა, მარქსისტული რეჟიმია ძალაში უკვე წესივრად მაინც გაგვაგებინეთ
steve
01:56 03-05-2023
10
მესი ჭკვიანად იყოს, თორემ ყატარელები მერვე ოქროს ბურთს აღარ უყიდიან. ტიპები სერიოზულად ამტკიცებენ, რომ წელს, მესის ჰალანდზე უკეთესი სტატისტიკა აქვს. ადრე, სანამ ნაკრებში ვერაფერს იგებდა, მთავარი კლუბში შედეგებიაო. ახლა კლუბში რომ ვერაფერს აკეთებს, არა, ნაკრებია მთავარიო :) ასე გაგვატარებინეს ბოლო 15 წელი, ორი კაცის დაპირისპირების ჭრილში. სამაგიეროდ, მილიარდები აკეთეს.
ციციკორე
12:06 03-05-2023
34
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული