ჩაო! ორევუარ! - მესის საუდის არაბეთში გაფრენა არ აპატიეს და პსჟ-ის დატოვება მოუწევს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში "ლორიანთან" 1:3 წაგების შემდეგ რამდენიმე საათში უნებართვოდ გაემგზავრა საუდის არაბეთში და კლუბმა დასაჯა.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბი მიიჩნევს, რომ 35 წლის მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ორი კვირით გუნდს ჩამოაშორეს და "ტრუასთან" 7 მაისს და "აიაჩოსთან" 13 მაისს ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ეკიპი" იტყობინება, რომ არგენტინელი ამ პერიოდში ხელფასს ვერ მიიღებს და ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა, რომელიც მესის მუდამ აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ
ლეომ გუნდი უნდა დატოვოს.

"მე ისევ მაშინებს ის, რასაც ვისმენ. ეს იმასთან დაკავშირებით მაღელვებს, რასაც მესის პსჟ-ში გატარებულ წლებზე ვფიქრობ.

რატომ ჩამოვიდა? ეს წმინდა ფინანსური საკითხია. პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც შეეძლო მიეცა ის, რაც უნდოდა. ერთადერთი.

თუმცა ახლაც კი "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ კატალონიურ კლუბს არ შეუძლია თავს მისი დაბრუნების უფლება მისცეს, ამიტომ ცდილობს კატარელებს რაც შეიძლება მეტი ფული დასტყუოს და ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მაგრამ ახლა - ჩაო! ორევუარ! ბაი-ბაი! საკმარისია", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესის და პსჟ-ს გაყრა კარგა ხანია გადაწყვეტილია, პსჟ-ს ულტრასები არასდროს აპატიებენ მესის ფინალის მოგებას საფრანგეთთან, მესი კი უმადურობას - მისი გოლები და ასისტები რომ არა, წელს პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მომგები არ იყო, არეული, დაუბალანსებელი გუნდი ცუდი დაცვით. ასე რომ ეს, რაც ახლა ხდება იმას გავს, რომ გუნდს უნდა საქმე ისე წარმოაჩინოს, თოთქოს მესი კი არ წავიდა, არამედ ამათ გაუშვეს. ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. მესიმ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. და ახლა სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა ითამაშოს და საერთოდაც რომ თავი დაანებოს თამაშს მის ბრწყინვალე კარიერას ვერანაირი ჩრდილი ვეღარ მიადგება.
არტ
03 მაისი 2023 17:05
1
მესი ჭკვიანად იყოს, თორემ ყატარელები მერვე ოქროს ბურთს აღარ უყიდიან. ტიპები სერიოზულად ამტკიცებენ, რომ წელს, მესის ჰალანდზე უკეთესი სტატისტიკა აქვს. ადრე, სანამ ნაკრებში ვერაფერს იგებდა, მთავარი კლუბში შედეგებიაო. ახლა კლუბში რომ ვერაფერს აკეთებს, არა, ნაკრებია მთავარიო :) ასე გაგვატარებინეს ბოლო 15 წელი, ორი კაცის დაპირისპირების ჭრილში. სამაგიეროდ, მილიარდები აკეთეს.
ციციკორე
03 მაისი 2023 12:06
34
მესის თამაში ნანახი გაქვს?
ციციკორე-ს
03 მაისი 2023 21:14
0
რა საცოდავი ხარ
Olee
03 მაისი 2023 16:08
1
ზედმეტი ფული, ისევე, როგორც ძალაუფლება კაცს აფუჭებსო ნათქვამია და ჭეშმარიტად ასეა ეს. ჰელაიფს ფული აქვს, მაგრამ პერესის მსგავსად ფეხბურთში ვერ ერკვევა. მესი კი ზედმეტებში გადავიდა, რადგან ჩვეულებრივი ფულის ხამი გახდა. ამიტომ აბსოლიტურად მართალია ჟერომ როტენი მასთან დაკავშირებით და საერთოდ, არ შეიძლება ხელფასი კვირაში 500 000 გქონდეს მიუხედავად დიდი ფულის ტრიალისა საფეხბურთო სამყაროში არაიმიტომ, რომ ვინმე ამას იმსახურებს, არამედ საზოგადოებასთან მიმართებაში დისბალანსის გამო.
ლაშა
03 მაისი 2023 11:08
7
გარკვეულიყავი ჯერ საკითხი და მერე დაგეწერა "დისბალანსის" შესახებ. ტოპ ფეხბურთელებს მრავალი მილიონი შეაქვთ თავის გუნდების სალაროში. რასაც მესის პსჟ უხდის ის ნაწილია იმისა რაც - დაწყებული ტელეტრანსლიაციებით, დამთავრებული მისი მაისურების გაყიდვებით მესის საშუალებით გუნდმა მიიღო. მოუტანე ამხელა მოგება ვინმეს და შენც გადაგიხდიან.
გარკვეულიყავი ჯერ
03 მაისი 2023 18:36
0
ფულის ხამი იყო ყოველთვის.
ამიტომაც არ ბრუნდება ბარსაში.
Hans
03 მაისი 2023 10:43
23
შენ, ვისაც ფულის ხამს ეძახი, შეგახსენო რა ქველმოქმედება აქვს ჩატარებული მესის? უამრავი ონკო ბავშვების დახმარება სავადმყოფოებში, აფრიკაში სიღარიბისგან მოშიმშილე ბავშვები და კიდევ ბევრი, ბევრი ასეთი უანგარო დახმარებები და ამ ყველაფრის მერე, შენ მესის ეძახი ფულის ხამს? მართლა ვაი შენს პატრონს საცოდავო! დარწმუნებული ვარ შენ და შენნაირები, ერთ თეთრსაც არ იმეტებთ ქუჩაში მჯდომარე ხელგაწვდილებზე და შენნაირები რო მესიზე რამეს იტყვით სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს!
Hanss
03 მაისი 2023 11:57
4
მოკლედ მაგარი გუნდია,სახლში 1-3 წააგეს და ყველა სადღაც წავიდა,რამოსი მადრიდში იყო ჩოგბურთის მატჩზე, პსჟ-ს პატრონს ფული აქვს მაგრამ ნორმალური გუნდი ვერ გააკეთა
გია
03 მაისი 2023 10:34
1
Aman ukve imdeni fuli ishova da imdeni titulebi moigo, rom axla gind gaushvi da gind gamoushvi. Messi ukve didi fexburtis gushindeli dgea, met uketess da axals did fexburtshi verafers ityvis. Messis epoqa damtavrda, morcha...
Dato
03 მაისი 2023 10:31
3
ბოღმა გიხარია?
daTos
03 მაისი 2023 12:00
2
რატომ ვითომ ვარჯიში გააცდინა თუ რა ? ვარჯიში თუ არ გაუცდენია მაგათ ვინ კითხავთ სად წავა და სად არა, მარქსისტული რეჟიმია ძალაში უკვე წესივრად მაინც გაგვაგებინეთ
steve
03 მაისი 2023 01:56
10
ვარჯიში რა შუაშია? ხელშეკრულებაში უწერია რომ უნებართვოდ არსად გამგზავრების უფლება არ აქვს. მარტო მას კი არა ყველა ლეგიონერებს ყველა ქვეყანაში ეგრე აქვთ. თუ სადმე გეგმავ წასვლას კლუბის მენეჯერი უნდა გააფრთხილო.
დავით 67
03 მაისი 2023 05:00
3
მარქსიზმი მაგრად გესმის აშკარად :)))
Demetre
03 მაისი 2023 04:17
1
chao el qondora
dgd
03 მაისი 2023 01:23
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული