2 პოკერი, თრილერი, ქამბექი - "ლიონმა" უმძიმესი მატჩი 90+10 წუთზე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურში "ლიონმა" "მონპელიეს" უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.

მივყვეთ თანმიმდევრულად, 31-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ ელიე ვაჰიმ მასპინძლებს მიყოლებით 4 გოლი გაუტანა (მე-40, 41-ე, 53-ე, 55-ე), რითაც თითქოს და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თუმცა "ლიონმა" ქამბექი მოახერხა, ლომის წვლილი კი იმავე ლაკაზეტს ეკუთვნის, რომელმაც მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი გაიტანა (59-ე, 82-ე, 90+10-ე), ერთი კი დეიან ლოვრენის (70-ე) ანგარიშზეა.

ამრიგად, "ლიონი" 56 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას "კლერმონთან" 14 მაისს გამართავს.

"მონპელიე" 43 ქულით
მე-12 ადგილზე იმყოფება, იმავე 14 მაისს კი "ლორენს" უმასპინძლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული