გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ფორვარდის მშობელს "სამეფო გუნდთან" დაძაბული ურთიერთობა აქვს და რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც შესაძლოა, გარიგება არ შედგეს.
მოგეხსენებათ, მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალში" სათამაშოდ მე-10 ნომერი უკვე შეარჩია.