კილიან მბაპე ზაფხულში პსჟ-ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი და პარიზული გუნდი დღეს ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებასაც გამოაქვეყნებენ.
კილიანმა პსჟ-ის ბოსებს სთხოვა, რომ ახალი წინადადებებით აღარ მიმართონ, რადგან კლუბიდან აბარგება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
დიდი ალბათობით, მბაპეს მომავალი გუნდი მადრიდის "რეალი" იქნება.