"ყოველდღე საჭმელს ვეძებდი..." - ორბანმა მძიმე პერიოდი გაიხსენა და აფრიკელ ადამიანებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლიონის" ახალწვეულმა ახალგაზრდა ნიგერიელმა თავდამსხმელა გიფტ ორბანმა იმ მძიმე პირობებზე ისაუბრა, სადაც აფრიკელ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

"ევროპაში დაბადებული აფრიკელი არ არის იგივე, რაც აფრიკაში დაბადებულზე შეიძლება ითქვას. თუ საფრანგეთში ღარიბი ხარ, სახელმწიფო დაგეხმარება, იზრუნებს შენზე, მაგრამ აფრიკაში ვერაფერს მიიღებ და შიმშილით მოკვდები. ამიტომ ყველა აფრიკელს სურს ფეხბურთის თამაში.

ჩემს შტატში, ნიგერიაში, თუ ფული არ გაქვს, ვერ იცხოვრებ. ყოველდღე ვეძებდი საჭმელს. ახლა მინდა დავეხმარო ყველა ღარიბს. ისინი დილით იღვიძებენ და საუზმისთვის ვერაფერს პოულობენ", - ციტირებს ორბანის სიტყვებს L'Equipe.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ადადმიანი საკუთარ თავზე რომ გამოცდის ნებისმიერ განსაცდელს, ის უფრო სოლიდარულია სხვებთან მიმართებაში და ეს ძალიან ღირსეული საქციელია ნებისმიერი ადამიანისაგან და ამ კონკრეტულ მომენტში ორბანისაგან... პატივისცემა მას!
ვახო...
17:03 17-03-2024
0
შტატში კი არა,სახელმწიფოში. სტეიტს შტატს კი არა,სახელმწიფოს ნიშნავს ინგლისურად.წესიერი თარჯიმნები დაიქირავეთ.
status quo
16:56 17-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული