იმ დროს იტალიურ გრანდს ბრაზილიელი ლეონარდო წვრთნიდა და პატო ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.
"ავტობუსში ვიყავით და მატჩზე მივდიოდით. მოულოდნელად, ჩემმა ტელეფონმა დარეკა და აღმოჩნდა, რომ ჩემთან საუბარი სილვიო ბერლუსკონის სურდა.
მან მითხრა, რომ უფრო მეტად ცენტრში უნდა მეთამაშა, რაზეც ვუპასუხე, რომ ეგ როგორ უნდა გამეკეთებინა?! მე მწვრთნელი მყავდა და რასაც ის მეტყოდა, ისე
ბერლუსკონიმ მიპასუხა, დაწყნარდი, უბრალოდ ცენტრში ითამაშე, როგორც მე გეუბნებიო... ამ საუბრის შესახებ ლეონარდოს მოვუყევი და მითხრა, რომ არ მენერვიულა და შემეძლო ცენტრში მეთამაშა. საინტერესოა, რომ ბერლუსკონი მართალი იყო, რადგან ჯერ "ინტერთან" დერბი მოვიგეთ, შემდეგ კი "რეალი" დავამარცხეთ", - იხსენებს პატო.