
"ეკიპის" ცნობით, "ლიონის" ამერიკელმა მფლობელმა ჯონ ტექსტორმა მწვრთნელი პიერ საჟი გადააყენა.
საჟი "ლიონის" თავკაცად 2023 წლის დეკემბერში დანიშნეს, ამჟამად გუნდი ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზეა, ევროპა ლიგაზე მეხუთეზე და პლეი-ოფის საგზური თითქმის განაღდებული აქვს, მაგრამ ყველა ტურნირზე ზედიზედ ბოლო 5 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ტექსტორი მოლაპარაკებას "მილანიდან" 30 დეკემბერს დათხოვნილ პაულო ფონსეკასთან უკვე 10 დღეა აწარმოებს და მალე შეიძლება მისი დანიშვნა გამოაცხადოს.
ასე რომ, გიორგი მიქაუტაძეს "ოლიმპიკში" ახალი დამრიგებელი ეყოლება.