მიქაუტაძის "ლიონის" მწვრთნელად პაულო ფონსეკა დანიშნეს

AutoSharing Option
გადაყენებული პიერ საჟის ნაცვლად "ლიონის" მწვრთნელად 51 წლის პაულო ფონსეკა დანიშნეს, - იტყობინება კლუბის საიტი.

პორტუგალიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ის "ოლიმპიკში" თავის მიერ მიყვანილ თანაშემწეებთან ერთად იმუშავებს.

ბოლოს ფონსეკა "მილანს" ედგა სათავეში, იქამდე კი ორი სეზონი "ლილს" წვრთნიდა.

ფონსეკას დანიშვნის ინიციატორი "ლილის" ამერიკელი მფლობელი ჯონ ტექსტორი იყო. ასე რომ, გიორგი მიქაუტაძეს გუნდში ახალი თავკაცი ეყოლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული