
RMC Spor-ის ცნობით, 5 თებერვალს, პსჟ-ის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში, ხმის მიცემის თავისუფლების ხელყოფაში და კომპანია Lagardère-ს საზიანოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.
სავარაუდოდ, ალ-ხელაიფიმ საკუთარი გავლენა ისე გამოიყენა, რომ QIA (Qatar Investment Authority), რომელიც მაჟორიტარული აქციონერია, შეცვალა თავისი ხმა Lagardère-ს ჯგუფის მართვის შესახებ დავაში.
ამან კატარში აღშფოთება გამოიწვია და შეიძლება საფრანგეთში პსჟ-სა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ. პარიზული კლუბი კატარიდან ინვესტიციებს 2011 წლიდან იღებს და მას შემდეგ გუნდი თერთმეტჯერ გახდა ქვეყნის ჩენპიონი.