კამბიასოს ბოლო გუნდი "ოლიმპიაკოსი" იყო, რომელთანაც მას კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუმთავრდა. 37 წლის ფეხბურთელმა ახალი კლუბის ძებნა დაიწყო და ვინაიდან მიზანს ვერ მიაღწია, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
კამბიასოს "ოლიმპიაკოსამდე" "ინდეპენდიენტეში", "რივერ პლეიტში", "რეალში", "ინტერსა" და "ლესტერში" უთამაშია. 2000-11 წლებში, ის არგენტინის ნაკრების წევრი იყო, რომლის მაისურიც 52-ჯერ მოირგო.