"კარპატის" გაბრაზებულმა გულშემატკივრმა ფეხბურთელებს მაისურები გახადა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურში ლვოვის "კარპატი" სახლში როვნოს "ვერესთან" 0:6-ზე განადგურდა, 6 ქულით აუტსაიდერთა შორისაა და ფანები ძალიან გაბრაზდნენ. ისინი სკანდირებდნენ "ჩვენ კარპატი ვართ, თქვენ - განავალი", ნამატჩევს კი ერთ-ერთი მათგანი მოედანზე გადავიდა, ფეხბურთელებს უთხრა, რომ ღირსება არ გააჩნიათ და მაისურები გახადა.

"კარპატის" კაპიტნის იგორ ხუდობიაკის მეუღლემ ირინამ კი ინსტაგრამზე დაწერა:"ვერ ვიტან ლვოველ გულშემატკივრებს და სტადიონზე მისულ უბრალო მაყურებლებსაც. მოწინააღმდეგის ქომაგებმა თამაშის დაწყებამდე დაგჯაბნეს. ამ დროს სამაგალითონი უნდა იყოთ. ხმა ჩაიკმინდეთ და სტადიონის გზა დაივიწყეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული