38 წლის რიო ფერდინანდი მოკრივე გახდება

AutoSharing Option
2015 წელს ცნობილმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა ქპრ დასტოვა და ფეხბურთის თამაშსაც დაანება თავი. ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს ტელევიზიაში და სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს.

თურმე, ნუ იტყვით და 38 წლის ასაკში მოკრივე უნდა გახდეს. დღეს რიო პრეს-კონფერენციას ჩაატარებს და თავის გეგმებზე ისაუბრებს. იანვარში ფერდინანდმა ვიდეო გამოაქვეყნა და იხუმრა, ენტონი ჯოშუა, დევიდ ჰეი და ტონი ბელიუ უნდა გამოვიწვიო რინგზეო.

სხვათა შორის, რიო ფეხბურთიდან კრივში გადასული პირველი ფეხბურთელი როდია - 2006 წელს "შეფილდ იუნაიტედისა" და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა კერტი ვუდჰაუსმა ფეხბურთს
თავი მიანება, პროფესიულ რინგზე 22 ბრძოლა ჩაატარა, რის შემდეგაც ფეხბურთში დაბრუნდა და მწვრთნელობა დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული