ჩრდილო კორეელ ფეხბურთელს ინტერვიუს მიცემა აუკრძალეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ კორეის ნაკრებისა და იტალიური "პერუჯას" ფორვარდი ხვან კვან სონი იტალიური "რაი დუეს" გადაცემაში ვერ მივიდა.

მილანის ერთ-ერთ სასტუმროში ინტერვიუსთვის ყველაფერი მზად იყო, როცა ფეხბურთელს ფხენიანიდან კონკრეტული ულტიმატუმით დაურეკეს - თუ ის ინტერვიუს მისცემდა იტალიის ტელევიზიას, ქვეყნიდან გაასახლებდნენ. ფეხბურთელმა ეს გაიგო თუ არა, იტირა.

თავის დროზე, ხვან კვან სონი გახდა პირველი ჩრდილოკორეელი ფეხბურთელი, ვინც იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული