მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი კაზემირო ბოლივიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი იქნება. როგორც ბრაზილიურმა პრესამ დააზუსტა, კაზემირო ბრაზილიის ნაკრების რიგით მე-12 კაპიტანია მთავარი მწვრთნელის, ტიტეს ხელმძღვანელობის პერიოდში.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ გუნდის კაპიტანი ვიქნები, - განაცხადა "რეალის" ნახევარმცველმა. - არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ჩემი ბედნიერება".
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა მონაწილეობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"