არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ვერ გავიდა მუნდიალზე და მისმა 33 წლის ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში შვედებს 2 გოლი გაუტანა, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მან ნიდერლანდელთა ნაკრებში 96 მატჩში 37 გოლი გაიტანა და დენის ბერგკამპთან ერთად ეროვნული გუნდის მე-4 ბომბარდირი გახდა. მათზე მეტი გოლი გატანილი აქვთ რობინ ვან პერსის (50), კლაას-იან ჰუნტელაარს (42) და პატრიკ კლუივერტს (40).

რობენი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2010) და ბრინჯაოს პრიზიორია (2014), ევროპის პირველობაზე კი 2004 წელს ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული