მან ნიდერლანდელთა ნაკრებში 96 მატჩში 37 გოლი გაიტანა და დენის ბერგკამპთან ერთად ეროვნული გუნდის მე-4 ბომბარდირი გახდა. მათზე მეტი გოლი გატანილი აქვთ რობინ ვან პერსის (50), კლაას-იან ჰუნტელაარს (42) და პატრიკ კლუივერტს (40).
რობენი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2010) და ბრინჯაოს პრიზიორია (2014), ევროპის პირველობაზე კი 2004 წელს ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.