სერჟიუ კონსეისაო კასილიასს დღესაც არ ათამაშებს

AutoSharing Option
ყველას გაუკვირდა, როდესაც "პორტუს" მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაომ "ლაიპციგთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში იკერ კასილიასი კარში არ ჩააყენა. O Jogo-ს ცნობით, სერჟიუმ იკერი დასაჯა.

თურმე, გუნდის თავკაცი უკმაყოფილოა გოლკიპერის საქმისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ვარჯიშებზე ჩვეულად არ ირჯება და მიუხედავად აკრძალვისა, თეორიული მეცადინეობისას მობილური ტელეფონით სოციალური ქსელებით სარგებლობს.

36 წლის კიპერს კონსეისაო დღეს, პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "პასუშ დე ფერეირასთანაც" არ ათამაშებს.

წუხელ კი სერჟიუმ "მარკას" განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული