გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
მაგარი პროვინციელი ტიპია
ზაზა
26 ოქტომბერი 2017 05:05
0
ეხ! რა ადვილათ,ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია ადამიანი მოვსპოთ და გავანადგუროთ.რამდენი წლისაა ბიჭი თუ დაუკვირდით?რამდენი წელი გავიდა თუ იცით აფხაზეთის ომიდან და საერთოდ სამოქალაქო ომიდან?თუ იცით ამ ბიჭის ოჯახის ისტორია(მე გაგებაში არ ვარ და ამას ბოდვის დონეზე ვწერ)სად,საიდან,როდის,როგორ მოხვდა ეს ბიჭი რუსეთში და სპარტაკში.(სად იყავით ქართული ფეხბურთის ამყვავებელი ხელმძღვანელები.მწვრთნელები,სელექციონრები ასეთი წარმატებით რომ თამაშობთ დღესდღეობით.)რატომ არ თამაშობს საქართველოში?ელემენტარულია ხომ,როცა ადამიანი ვერ წერს და კითხულობ ქართულად ე.ი.არ უსწავლია,ან არ ასწავლეს ხომ?რას ერჩით ბავშვს?მეგრულია მისი მშობლიური ენა და რა გინდათ?რატომ თხოვთ იყოს თავგადადებული პატრიოტი?სად იყავით თქვენ სუყველა,ქართველო პატრიოტებო და ქვეყნის სიკეთის მსურველებო ქვეყანა და ქართული ფეხბურთი თავზე რომ გაქვთ დაქცეული.ასე რომ დაანებეთ ბავშვს თავი მას მისი გზა აქვს და თქვენ ნუ ინერვიულებთ,რუსეთი რას უზავს მას.ინერვიულეთ და იფიქრეთ თქვენ რას გიშვებათ და რას გიზავთ შემდეგში და საით მიდიხართ და ვის ატენით ასე თქვენთვის საყვარელ სამშობლოს.რა უნდა გელაპარაკოთ,ბავშვი ჩამოსული იყო თბილისშ,რომელიც როგორც თავად ამბობს, ძალიან მოსწონს და რა???ვინ დაელაპარაკა,ვინ შეხვდა ფეხბურთის ფედერაციიდან და უბრალოდ გამარჯობა ვინ უთხრა?ასე რო ჩემო კარგებო ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს და თავისი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს.
გია
26 ოქტომბერი 2017 04:48
16
ცემა გმართებს გამზრდელისაო,ამ ბიჭზეა ზედგამოჭრილი.მეცოდება გიორგი,სული დაუმახინჯებიათ.თვითონ რუსეთშია გაზრდილი და თუ ქართულად წერა-კითხვა არ ასწავლეს,ეგეც მისი მშობლების ბრალია.თუ წიგნს ვერ წაიკითხავ,რა თქმა უნდა ბევრს ვერაფერს ისწავლი სამშობლოს შესახებ და ეს ჩანს კიდეც მისი საუბრიდან.რენეგატმა მშობლებმა და ჩვენმა მტერმა რუსეთმა გაზარდა და როგორიც არის,კიდევ ყოჩაღ,ავწონ დავწონეო,ეგეც მშობლების გარეშე არ იქნებოდა.ასე რომ გიორგი ჯიქიას ნაცვლად მის მშობლებს გაუგზავნეთ მოსაკითხები,მათზე მართლა ალალია.გიორგი კი მართლა მეცოდება,სამშობლო დაუკარგეს,სამშობლოს დაუკარგეს,არა და ცუდი ბიჭი რომ იყოს,ჯანო მასთან არ იმეგობრებდა.
სოსო
26 ოქტომბერი 2017 12:11
0
Vin unda shexvedroda rusetis nakrebis pexburtelebs pederaciam unda umaspindzlos? Ra sanaxavi egaa? Cegan ertma scorad dawera gmertma ar qnas rom saqartvelos winaagmdeg mouwios odesme tamashi.... xelit aravin sheexeba magram im zizgs da sidzulvils natlad dainaxavs rac qartvelebs gvaqvs mtrebis da gansakutrebit maseti mogalateebis mimart. Didi didi msoplioze itamashos? Mere ager gana sul aris moplioze chaatareben sam tamashs da chitlaxit isvrian ukan.. 3 tamashis gamo unda tqva samshobloze uari? Saqartvelos nakrebi brazilia ro iyos mere xo iqneboda aqet? Cudi nakrebia da raunda xo aq? Rusetma uceb ar moigos msoplio an evropa... eg bichi gamoiyenes dzmebo saqartvelos gasabrazevlad atamasheben tavi martla magari mcveli ro gonia... anu qartveli chirdebodat gundshi rusebs.. ananidze ar gamovida kvirkvelia ar gamovida da es arseba daitanxmes es aris da es. Cotaxanshi naxavt es iqneba isev nakrebshi tuara.... jer asea sachiro ro iyos.
Roma
26 ოქტომბერი 2017 14:51
1
აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რატომღაც საერთოდ არ მიკვირს თუ რატომ დავკარგეთ აბხზეთი და აბხაზები და ოსეთი და ოსები!
Gveshveleba rame?
01 ნოემბერი 2017 15:35
3
გაუმარჯოს საქართველოს თავისი კუთხეებით.სამეგრელოს თამადობით.
margal.
01 ნოემბერი 2017 12:39
0
ყველაფერზე ნუ პანიკიორობთ ეს ქორთუები.

მერე რა რომ მეგრელობს? შენ რა დაგაკლდა ამით საქრთველოში?
არ იცის იმ კაცმა ქართული ენა, იმიტომ, რომ ალბათ რუსულ სკოლაში დადიოდა და სახლში მისული მშობლებს და მეზობლებს მეგრულად ელაპარაკებოდა.

რატომ?, იმიტომ რომ ტიფლისელი ინტელიგენციაც სულ რუსულ ყაიდაზე იზრდებოდა და ქაქანებდა საბჭოთა პერიოდში. ეხლაც ბევრია მანდ ტიფლისში, რუსეთს რომ უნდათ შეუძვრნენ ისევ. ისინიც ხო არ არიან მეგრელები?
სამეგრელოს სამთავრო ყველაზე ძლიერი რომ იყო მაშინაც კი არ უფიქრია გამოყოფაზე. ასე რომ დამშვიდდით.
ნევროზიანებო...
30 ოქტომბერი 2017 23:03
11
თუ კარგად დააკვირდები, ნევროზიანი შენ უფრო ხარ, თანაც შენსავე ნაბოდვარის საწინააღმდეგოს წერ. ისე ცოტა კითხვაც რომ იცოდე შენთვისვე იქნებოდა კარგი, მაშინ გაიგებდი, რომ 400 წლის წინ ირანში გადასახლებულმა ხალხმა აქამდე მოიტანა ენა, ( რა სკოლები ექნებოდათ, იმედია ამას მაინც მიხვდები) და მაგ შენი ჯიქიას მშობლებს რა ნაცილი გამოუვარდათ, რომ ხანდახან არ წაუკითხეს, რამე ქართული და არ შეაყვარეს? რას აპრავებ? ან რა სიტყვებია "ეს ქორთუები"ო რომ წერ?
ვასილიჩი
31 ოქტომბერი 2017 16:49
1
სამეგრელოს სამთავრო დადიანების მეთაურობით ერთ-ერთი პირველი გამოეყო იმერეთის სამეფოს. ასე, რომ ისტორია სხვას იძახის )))) მეგრელები ზოგადად ყველაზე მაგარი ქართველები არიან, მაგრამ გარუსებული არც მეგრელი მინდა და არც რაჭველი. თან ტიპს რუსებმა ჩაუნერგეს ალბათ რო მეგრულ ენას არაფერი საერთო არ აქვს ქართულთანო ))) არადა მეგრულიდან მოდის თანამედროვე ქართული!!!
rati
31 ოქტომბერი 2017 12:30
0
კიდევ ერთი მეგრელი რომელმაც საქართველოში წერა კითხვა და ლიტერატურის სიყვარული დათესა

"ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია", სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. ფაქტობრივად, ეს სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა.

მარიამ დემურია დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც თავისი მუშაობით იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა.

1904 წელს მარიამმა დააარსა საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალი „ნაკადული", რომლის პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა და რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. რაც მთავარია, გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგიური ფურცელი" ეწოდებოდა. ჟურნალის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ იმ პერიოდის ყველა ცნობილი მწერალი და პედაგოგი.

თავად მარიამ დემურია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი იყო, ოფიციალურად „ნაკადულს“ 1906 წლიდან რედაქტორობდა.
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:48
0
ასე შორიდან და ნელნელა ამუშავებენ სეპარატიზმის კერებს რუსები, რაც ფაქტია წარმატებით გამოსდით.. შეგნებულად კითხა ის რაც კარგად იცოდა და თან მიაშველა შენ ხომ მეგრელი ხარო? იცოდა რომ მეგრელია და დაეხმარა გაპრავებაში.. თვითონ სპორცმენზე რა უნდა თქვა.. იქაა და საკუთარი წარმატება ყველაფერზე მეტია მისთვის.. აქაც ბევრი გვყავს მსგავსი, განსაკუთრებით სამთავრობო/საჯარო სექტორში - შორს არ გვჭირდება წასვლა..
დათო
27 ოქტომბერი 2017 12:21
0
ყველა ინფორმაციას გადამოწმება ჭირდება, დარწმუნებული ვარ ეს არის რუსი ჟურნალისტის ნაცოდვილარი პროვოკაცია. (კითხვებსაც ეტყობა რომ, ცდილობს ბიჭს რაღაც წამოაცდევინოს) ქართველები კი პროვოკაციას ადვილად წამოვეგებით ხოლმე.
ფრთხილად შეფასებებში და მტერს ნუ ვახარებთ!
qarum wereTeli
26 ოქტომბერი 2017 10:02
2
კრიტიკა იმაზე მეტია ვიდრე იმსახურებს.არასწორად გამოთქვა აზრი,რადგან სამწუხაროდ არ ესმის.......
რომ არ იცოდეს,რომ ქართველია,მაშინ კითხვაზე:,, ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ. ,,-...უპასუხებდა,რომ არ არის ქართველი და არც განიხილავდა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას!..ასეა ეს და არ არის საჭირო ლანძღვა იმაზე,რაც არც გაუფიქრებია,არც დაუშვია.მან პასუხით პრაქტიკულად დაადასტურა,რომ ქართველია სამეგრელოდან!
რა შეეხება მის საქართველოს ნაკრებში თამაშს.ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები,რომელსაც აქვს სათამაშო პრაქტიკა კლუბში(უპრაქტიკოები ისედაც ბლომად გვყავს),მაგრამ როცა ჯიქია ,,სპარტაკში,,გადავიდა,უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მას ,,სპარტაკის,,ძირითადში ადგილი მოეპოვებინა თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა!ხოლო თუ ძირითადში ვერ ითამაშებდა,არ ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა,მაშინ უკვე არც საქართველოს ნაკრებს გამოადგებოდა...ჩამოსული იყო ჯიქია საქართველოში, ,,გასაკეთებელი,,იყო ევროპული კლუბი,მაგრამ ვერ მოხეხდა და ...უკაცრავად და საფეხბურთო საკლუბო კარიერა ფეხებზე ვერ დაიკიდა,ვერ თქვა უარი ,,სპარტაკის,,მიერ ფინანსურად ძალიან კარგ შეთავაზებაზე.ნათესავებიც ტვინს ,,გაუბურღავდნენ,,:,,ფარა,ფარაო,,და ...რა გვიკვირს?ქართული კლუბებიდან ხომ ფეხბურთელები არამარტო სპორტული თვალსაზრისით მიდიან უცხოეთში?ზოგი ხომ საერთოდ ისეთ კლუბში მირბის,რომლის სახელწოდებასაც პირველად გაიგებს ფეხბურთის ყველაზე ,,გიჟი,,ქომაგიც და ...
სხვა საკითხია,რომ მეტი უნდა ესმოდეს და რუსეთის ნაკრებში მაინც არ უნდა ეთამაშა,მაგრამ მაგდენი ,რომ ესმოდეს გარშემო ახლო წრე ურთიერთობის ახალგაზრდა ბიჭს შესაბამის ცნობიერებას და ღირებულებებს უნდა უყალიბებდეს
პ.ს. რაც შეეხება მის ნაკლებად ქართულის ენის ცოდნას-მე ვიცი მოსკოვში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველი,რომელმაც აღიარა,რომ ქართული ისწავლა მოსკოვში ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში.მდგომარეობა ქართული ენის არ იყო სახარბიელო(რბილად)საბჭოთა საქართველოს დროს აფხაზეთის ასსრ-ში...უფრო რუსულად
ზაზა
26 ოქტომბერი 2017 09:41
10
აუ, რამდენი გიწერიათ ამ ერთი უღირსი ლაწირაკის გასამართლებლად. ჯერ ერთი, აქ მაგის დახვრეტასა და ციხეში ჩასმაზე არავინ საუბრობს, ასე მკერდით რომ გადაეფარეთ. აქ არის ადამიანის შეფასებაზე საუბარი, ხოდა შეიძლება ძალიანაც არ მოგწონდეთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც შენი ქვეყნის მტრის ჟურნალისტს რომ ასიამოვნოს, მეგრელები ქართველები არ არიანო დაუდასტურებს, ცუდი ტიპია და ასეთ შეფასებას მიიღებს ყოველთვის. ეთქვა გარუსებული ვარო და ვინ რას ეტყოდა. დავიჯერო ვერ შეამჩნიეთ, რომ ქართველობა რომ ახსენა, ეგრევე მეგრელი არა ხარო, ჟურნალისტმა შეახსენა და ამანაც აბა რა, ჩვენ სხვა ხალხი ვართო, საჩქაროდ დაუდასტურა. არ იცის, არა ტოლმა. ასიამოვნა უბრალოდ. ხოდა ვინც ასეთ საქციელს "აპრავებს", თვითონ არის მზად იგივე გააკეთოს ფულის სანაცვლოდ.
კიდევ, ძალიან გამეცინა, ვერ მცნობენო და ამიტომ ფეხბურთი არ ესმითო. ჯერ ერთი "სპარტაკი" რა გუნდია, რომ მაგის ფეხბურთელს ვინმე, სადმე ცნობდეს და მეორე ეგ თვითონ რას წარმოადგენს.
გაიტანეთ გრენლანდია
26 ოქტომბერი 2017 13:17
2
ამ ფეხბურთელმა ვიღაცის ნაკარნახები ტექსტით მისცა ინტერვიუ. ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. რუსეთის ნაკრებში თამაშისთვის ესეც საჭირო იყო თურმე. ტიპიური შემთხვევაა, თანაც ორ კურდღელს იჭერენ - სეპარატიზმს აღვივებენ სპორტის საშუალებითაც, ძნელი მისახვედრი არ არის.
მერაბი
31 ოქტომბერი 2017 14:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული