- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.
- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.
- თუ ზუსტად მახსოვს,
- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.
- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.
- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?
- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.
- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.
- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
პ.ს. რეგვენს რა გამოლევს საქართევლოში, ეს ჯიქია აღმოჩნდა ამ ჯერზე...
მეგრელია გიორგი ზანთარაიაც-მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ძიუდოში და ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენი... აფხაზეთში დაიბადა და ომის დროს მშობლებმა სულ პატარა წაიყვანეს უკრაინაში, იქ გაიზარდა. ქართული კარგად არ იცის, უფრო მეგრული იცის, რაზეც მშობლებს ელაპარაკება.
მაგრამ!!! ამის მიუხედავად, ყველა ინტერვიუში, სადაც წარმოშობაზე ჰკითხავენ, ამბობს, რომ არის ქართველი!!! იმიტომ, რომ მეგრელი და ქართველი ერთი და იგივეა გენეტიკით, კულტურით და ისტორიით, მიუხედავად იმისა, რომ მეგრული ქართულისაგან განსხვავებული ენაა.
მისთვის სამშობლო არის რუსეთი, რომელიც ასოცირდება "პლიუსთან" და საქართველო ერთგვარი ადგილი სადაც პრინციპში ვიღაცეები ცხოვრობენ არის "მინუსი".
ეს არ არის მისი ბრალი, ესე გაზარდეს. უამრავი ნიჭიერი ბავშვი თუ მოზარდია საქართველოშიმათ შორის არაქართული გვარით და იმათ მივხედოთ და ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული.
ამან კიდევ "ღამურა" წაიკითხოს და მამისმა "გამზრდელი", იქნებ "პლიუს" "მინუსი" შეეცვალოტ ცხოვრებაში.