გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
კატალუნიას (კატალონია)თუ უნდა გასვლა ესპანეთიდან, მარგალებმა (მეგრელებმა) რა დააშავეს!!! ან რა არის აქ გასაკვირი. მილიონზე მეტია მარგალების რაოდენობა საქართველოში (საქორთუოში). ენაც აქთ და დამწერლობაც. ეგ არის რომ ასოები ვერ მოიგონეს ჯერ და ქართული ასოებით სარგებლობენ. გამოჩნდება ვინმე გულია ან გულუა და საკუთარ ასოებსაც შექმნის.
მაცი
30 ოქტომბერი 2017 15:42
11
იური ღვინჯილია გამოდი გიცანი შე ოლე
zura
02 ნოემბერი 2017 10:38
1
მაცი, შენი სეხნიის ბედ არ გაიზიარო ისევ მეგრელბმა რომ მიასიკვდილეს :D
kk
01 ნოემბერი 2017 12:36
1
ყველა გამოხმაურება
ცნობისათვის. აფხაზეთის მუსლიმანების დღევანდელი მუფტი ანუ აფხაზეთის მუსლიმთა ლიდერი არის სალიხ კვარაცხელია. ნეტავ საიდან არის წარმოშობით? საინტერესოა არა!!!! გვარად კვარაცხელია ბევრია აფხაზი, ისე როგორც დარასელია, კობახია და ა.შ, მაგრამ ყველა ქრისტიანი მართმადიდებელია. ეს კვარაცხელია საიდან გამოჩეკეთ "მეგრელემა აფხაზებმა"? ისე, აფხაზი გვარად ჯიქია არ მსმენია!!!
გიორგუნა
30 ოქტომბერი 2017 15:33
2
მართლა რა მაგრები ვართ ქართველები ! ერთმა რიგითმა ქართველმა(ცნობისათვის,ვახუშტის მიხედვით, ქართლოსი და მეგროსი ძმები არიან,ქართველთა ეთნარქის თარგამოსის შვილები..)ადამიანმა რაღაც იბჟუტურა და გამოვენთეთ...
აგერ "შუაგულ" საქართველოში კაცი (ამბობენ არაქართველი)ორჯერ პრეზიდენტად ავირჩიეთ,ნუ ქართველებს რაც დამართა მსოფლიომ გაიგო, მერე დაგვიკიდა,წავიდა ,ჩვენი პასპორტი მოისროლა,სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა... და მაინც დღემდე რამდენი მხარდამჭერი ყავს...სავარაუდოდ გაუნათლებელმა ჯიქიამ რაღაც დააბრეხვა და მაგრად გავბრაზდით არა მარტო მასზე,მთელ კუთხეზე.
რა გენიალური დაგვიწერა დიდმა ილიამ "ბედნიერი ერი ",სხვათა შორის მართალმა ილიამ თქვა: სამეგრელოში ვარ და საქართველო ვნახეო....
G-ordi
27 ოქტომბერი 2017 23:04
5
მოკლედ მინდა ვუპასუხო იმათ ვინც ამბოს, რომ მეგრელები სეპარატისტები ვართ და თავს ქართველებად არ ვთვლით:
ჯიქიაზე უკეთესებად ვერ გიცანით, სიამოვნებით დავწერდი თქვენზე კომენტარებს და შეგამკობდით მეგრულ-ქართული გინების საუკეთესო ნიმუშებით, მაგრამ ნაგინები ჩანხართ უკვე და დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია ჩემი მდიდარი ლექსიკის თქვენს მიმართ უშვერად გამოყენება.
პ.ს. ვირისგან წიხლი არ გეწყინოსო და არ გვწყინს ჩვენ მეგრელებს თქვენი წიხლები...
მეგრელი იყო არის და იქნება ქართველი, თქვენ კი ტლინკებით გიცანით რაც ხართ...
ქორთუ
27 ოქტომბერი 2017 17:09
2
სამწუხაროდ, სოხუმში აი ეს მეგრელ-ქართველები გახდნენ ნერე აფხაზები და დღეს აფხაზებად ითვლებიან და საქართველოსთან არაფერი არ გვაქ საერთოო, იძახიან. ამაზე რას იტყვი?
alexandre
27 ოქტომბერი 2017 22:29
3
"ქორთუ"-ს
შენი გულწრფელობის ნაღდად მჯერა, ძმაო, მაგრამ იმას რა ვუყოთ რომ ბევრიმეგრელი რომ სხვანაირად თვლის?! პირადად მე აფხაზეთში გავიზარდე და ბავშვობაში არაერთხელ შევესწარი ფაქტს, როცა რუსი ტურისტის შეკითხვაზე "რა ეროვნების ხარ"-ო, იქ მცხოვრები მეგრული გვარის მქონე ადამიანი პასუხობდა "მეგრელი ვარ"-ო. სამწუხაროდ, არც ახლაა ცოტა ასეთები...

qomagi
27 ოქტომბერი 2017 18:03
0
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთი მეგრელი რომელმაც საქართველოში წერა კითხვა და ლიტერატურის სიყვარული დათესა

"ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია", სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. ფაქტობრივად, ეს სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა.

მარიამ დემურია დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც თავისი მუშაობით იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა.

1904 წელს მარიამმა დააარსა საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალი „ნაკადული", რომლის პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა და რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. რაც მთავარია, გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგიური ფურცელი" ეწოდებოდა. ჟურნალის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ იმ პერიოდის ყველა ცნობილი მწერალი და პედაგოგი.

თავად მარიამ დემურია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი იყო, ოფიციალურად „ნაკადულს“ 1906 წლიდან რედაქტორობდა.
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:48
0
გეთანხმები, ბევრი გვარგადაკეთებული(და არა მარტო)ამღვრევენ წყალს და ცდილობენ ერთი კუთხე მეორეს გადაკიდოს, აშკარად ჩანს ზოგიერთების კომენტარებში თუ კარგად დაუკვირდებით!
ალეკო
27 ოქტომბერი 2017 16:30
0
იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:
„მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან… თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა…“
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:27
0
გლდანს და საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონის შორის სხვაობას ვერ ხედავთ?!
აგრეთვე ამერიკელები ხშირად იტყვიან მე იტალიელი ან ირლანდიელი თუნდაც ჯამაიკელი ვარო
გამსახურდიაც მეგრელი იყო თუმცა აქ არცერთი ხართ მასზე ბუმბერაზი ქართველი
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:21
2
ჯიქიაზე მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი თუ რატომ არჩია მან რუსეთის ნაკრებში თამაში მაგრამ ერთერთი ვიგინდარა რომ წერს აი რატომ არ უყვარვართ ქართველებსო მეგრელებიო ის ან ჭკუასთან ახლოს არა არის ანდა საერთოდ გვარგადაკეთებულია და აი სწორედ ასეთები ამღვრევენ წყალს მე პირადად გვარი მაქვს მეგრული მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ მითქვია მეგრელი ვარ მეთქი ენაც ვიცი რადგან აფხაზეთში დავიბადე ჩემს შვილებსაც მასე ვზრდიდი და გავზარდე კიდევაც და ერთი რომელიმე შემეჯიბროს ჩემი ქვეყნის სიყვარულში და პატრიოტიზმში ხოლო ისეთი ვიგინდარები სპეციალურად აღვივებენ შუღლს და მეორე ვიღაცამ დაწერა კიდევ რო თუ ორი მეგრელი დგასო და ათი სხვავი ისინი მეგრულად ლაპარაკობენო შანიძეს დავესეხები რომელმაც ასეთი რამ თქვა ის კი არარის სირცხვილი რომ ისინი მეგრულად ლაპარაკობენო სირცხვილი ის არის რომ ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას არ გვესმის მეგრული და სვანური ენა ჩვენი სისხლი და ხორცით ნათესავების ენაო პირადად მე ბევრჯერ შევსწრებივარ როდესაც ორი ან სამი სომეხი სომხურად ლაპარაკობდა მაგრამ ზოგიერთ ჩვენს თანამოძმეს ამაზე გართულება არ ჰქონდა მიტუმეტეს იმისა რო ის ენაც არ ესმოდა და ვერ გამიგია და ჩემამდე ვერ დადის რატომ აქვთ ზოგზოგიერთებს მეგრულზე მაგრამ ამას დამიჯერეთ ნაღდი ქართული გვარის მატარებელი არც კი იკადრებს და დარწმუნებული ვარ ასეთები ბევრნი არიან
მურთაზ
27 ოქტომბერი 2017 15:11
0
ამ სტატიის მთარგნელი,სტატიის სათაურში ,,სკანდალური,,განცხადების გამომტანი გაცილებით დიდი ზიანის მომტანია საქართველოს ერთიანობის,ვიდრე ერთი უტვინო,გაუნათლებელი ფეხბურთელის ინტერვიუ!...
და აქ ზოგიერთი კომენტარის ავტორიც
სტატია,რომ მხოლოდ უარყოფით განწყობას,შურის გაღვივებას,პროვოცირებას გათიშვისკენ(იმას რაც საქართველო მტერს უნდა!) გამოიწვევდა ...ნუთუ სპორტალზე ვერ მიხვდნენ?!...
სკანდალური სათაურით გინდათ საიტის პოპულარობა გაზარდოთ ,,,ფული,, იშოვოთ?! და რის საზღაურად?!...ჯიქიაც ,,ფულის ,,გამო თამაშობს რუსეთის ნაკრებში და თქვენც ,,ფულის,, გამო რუსული სპეცსამსახურების საქმეს აკეთებთ!..განსხვავებას ვერ ხვდებით?...თქვენგან მეტი ზიანია საქართველოს სახელმწიფროების!
..დაბლოკეთ-აბა თქვენ იცით...
ზაზა
27 ოქტომბერი 2017 12:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული