გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
სვანური, მეგრული და ქართული ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული და ერთი ძირის მქონე ენებია. ესეა იოსებ ყიფშიძის, ნიკო მარის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, ჟორჟ დჲუმეზილის, ჰაინც ფენრიხის, გიორგი კლიმოვის, გერჰარდ დეეტერსის, გურამ კარტოზიას, ზურაბ სარჯველაძის, იოსტ გიპერტის, ოთარ ქაჯაიას, ვინფრიდ ბოედერის, სერგი ჯიქიას და სხვათა მეცნიერულ ნაშრომებისა და თეორიების მიხედვით. ფეხბურთელ გიორგი ჯიქიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, ეს მისი პირადი უფლებაა, თუმცა მის მიერ ამ ინტერვიუში ენათმეცნიერის აპლომბით გამოთქმული ფრაზა - "საერთოდ არ ჰგავს ქართულსო" ან უვიცობაა, ან მედროვეს საქციელია, ან ორივე ერთად. მას ვუსურვებ წარმატებებს საფეხბურთო კარიერაში, რადგან ჩემი სისხლი და ხორცია და მხოლოდ გამიხარდება.
444444
26 ოქტომბერი 2017 12:02
1
ამ ბიჭის ბრალი ნაკლებად არის ესე რომ საუბრობს, ოჯახის ბრალი უფროა, ქვევრს რასაც ჩაგძახებს იმას ამოგძახებსო, გაუნათლებლობა ქვია ამ ყველაფერს. საქართველოში ცხოვრობენ: მეგრელები, სვანები, კახელები,რაჭველები, გურულები, ხევსურები,თუშები,იმერლები, აჭარლები... ამას რომ კითხო ყველამ უნდა იძახოს რომ ის გურიიდან არის, ის სამეგრელოდანა რის, ის კიდევ კახეთიდან, ვერ ხვდება რატომ არის სახელმწიფოს სახელი საქართველო და არა სამეგრელო, გურია ან სვანეთი. იმიტო რომ ეს ხალხი ერთი ჯიშ-ჯილაგისაა და საერთო სახელი თავიანთ სამშობლოს უწოდეს საქართველო. ესე არის აბსოლიტურად შექმნილი ყველა ქვეყანა მათ შორის ის ქვეყანაც სადაც ის ცხოვრობს.
დათო
26 ოქტომბერი 2017 11:58
1
მე როგორც ამერიკელი ,მაგარი ნაწყენი ვარ რომ ამერიკელი თამაშობს საქ კალათბურთელთა ნაკრებში, გაყიდა სამშობლო ამერიკა, ვერ გაუზრდია ბაბუამისს ტრადიციულ ამერიკულად, ქართულად დაუწყია ლაპარაკი, ამან სულ მთლად გადამრია! როგორ მშობლიური ამერიკული დაივიწყა? ხაჭაპურის ჭამაზე გადასულა და ჩვენი მშობლიური ჰოთდოგები და ბურგერები შეიძულაო ხმები მოდის, ვაიმე სირცხვილო!
ამერიკელი
26 ოქტომბერი 2017 11:47
29
დიქსონს ამერიკაში თამაში შესთავაზეს და მაგან საქაოთველო არჩია?
26 ოქტომბერი 2017 13:39
0
შენ მაიკლ დიქსონის და გიორგი ჯიქიას თუ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებ, მსუბუქად რომ ვთქვა, ცუდია. ჯიქიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, მაგას არავინ ედავება. აქ მის ინტერვიუზე და ზოგადად, ქართველების და საქართველოს მიმართ მის დამოკიდებულებაზეა საუბარი. თანაც, ის პირველ რიგში მისი წინაპრების მიწას-სამეგრელოს და მეგრელებს მოიხსენიებს არასწორად, თორემ ჯიქია კი არა, ათასობით მის მსგავსად მოაზროვნე მეგრული წარმოშობის ქართული გვარის მატარებელი ვერ მოგვცხებს ჩირქს მეგრელებს. სენაკში დავიბადე და გავიზარედე, ის 1990-იანებიც მახსოვს, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია ვიღაცის საქციელის გამო ჩემს სამშობლოზე უარი მეთქვა. საერთოდაც, იმ წლებში ორივე მხარე დამნაშავე იყო და მგონი თანაბრად.
ხვიჩა
26 ოქტომბერი 2017 12:55
0
ძალიან გთხოვთ ჯიქიაზე ნუ წერთ სიახლეებს, ამ კაცმა უკვე გააკეთა არჩევანი, არარის ეს ქართველი არ უყვარს ეს ქვეყანა და გაუნათლებელიც არის....არ გვაინტერესებს რუსი ფეხბურთელების აზრი და მათზე ონფორმაციები ...სამწუხაროდ წარმატებას არ ვუსურვებ კარიერაში.
ოთო
26 ოქტომბერი 2017 11:23
1
ეს კაცი არ არის ქართველი,არც ქართულად საუბრობს,არც ქართულად წერს და კითხულობს.რა უნდა მოსთხოვო.იყოს თავის რუსეთში და თუ უნდა იმეგრელოს,მაგრამ მგონი არც ეგ არ არის.
ქეთი
26 ოქტომბერი 2017 11:05
0
Kargad dafiqrdi ras wer, megreli qartvelia da magashi ewvis shetqna samshoblos galatia.
Gio
26 ოქტომბერი 2017 12:12
0
ჰო, ლუკას ჰუფნაგელი ქართველია და შენ მეგრელი ხარ. ვაი შენს პატრონს.
ქეთი
26 ოქტომბერი 2017 10:55
0
კარგი "გიამ დაწერა ადამიანური კომენატრო" რა, ძალიან კარგად იცოდა რასაც ამბობდა, ეგ იმის გასამართლებლად დაწერა, თუ რატომ წავიდა რუსეთის ნაკრებში და არა საქართველოსაში.
გიორგი
26 ოქტომბერი 2017 10:53
0
აი, თითქმის აზრზე არა ვართ, ვინ არის, მაგრამ არა უშავს - მთავარია, ვაგინოთ... ჟურნალისტ, გამოგივიდა დემონიზაცია... და რო დავიკიდოთ, ვერა?
ვვვ
26 ოქტომბერი 2017 10:46
8
რანაირი მეგრელი ხარ ბიჯო შენ? მეგრელები არიან დარასელია, შენგელია, გაბელია და ქეცბაია. შენ მაიმუნი ხარ.
აჩი
26 ოქტომბერი 2017 10:39
4
დანარჩენები მაგარი ფაშისტები ხართ, რამდენი ქართველია ევროპაში გაზრდილი, იციან ქართული ან მეგრული? ჰკითხა ჟურნალისტმა მეგრელი ხარო? და უპასუხა მეგრელი ვარო, რა არარის მეგრელი? უნდა ეთქვა ქართველი ვარ ტომით მეგრელიო , რა პრაფესორია? არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი / ბავშვი რუსეთში გაზრდილი ,ქართული არ იცის და შეჭამეთ. ერისიონი სახ. ანსამბლი საცეკვაოდ დადის მოსკოვში ,იმათ იციან რომ ქართველები არიან ? რატომ ცეკვავენ და მღერიან მოსკოვში
გიამ დაწერა ადამიანური კომენტარი
26 ოქტომბერი 2017 10:39
36
შენც გეტყობა მაგის ნაირი ხარ
ალბათ ლგბტ ც მაგრად გევასება
t
26 ოქტომბერი 2017 16:48
4
გაანებეთ მას თავი, რუსეთშია გაზრდილი, სკოლა იქ აქვს დამტავრებული, რუსულად აზროვნებს მან გააკეთა თავისი არჩევანი, აბსოლუტურად არ ვთვლი მას მოღალატედ. სჯობს აქ გამოკეტილ "მეგრელებს" მივხედოთ....დღე და ღამე ქვეყნის ღალატში რომ არიან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მისი ნაბიჯი სპორტული კარიერიდან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ნოყიერი ნიადაგი სპეცსამსახურებისათვის.
გოჩა
26 ოქტომბერი 2017 12:05
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული