სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს

AutoSharing Option
როგორც იცით, სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან ერთად იყო ჯგუფში და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ,  9 ოქტომბერს სლავებმა ბელგრადში გადამწყვეტ მატჩში სწორედ ჩვენ გუნდს მოუგეს 1:0.

ამდენად, ცოტა არ იყოს გასაკვირია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდის მწვრთნელს სლავოლიუბ მუსლინს კონტრაქტი გაუწყვიტეს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე მლადენ კრსტაიჩი შეასრულებს.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია მუსლინთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზს არ ასახელებს.

43 წლის კრსტაიჩი "პარტიზანში", "ვერდერსა" და "შალკეში" თამაშობდა და ნოემბერში ნაკრებს ჩინეთთან და კორეასთან ამხანაგურ შეხვედრებში უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესენი ხომ უბერავენ მაგრამ ჩვენები ზენიტში არიან აბსურდის.
კახა
12:13 31-10-2017
0
აქ ვაისი არაფერ შუაშია, კარგია თუ ცუდი ვერ გეტყვით, ჩვენ ყველა ვთახმდებით რომ დღეს საქართველოს ფეხბურთელთა კონტიგენტის დონე საშუალოზე დაბალია მთლიანობაში,ამიტომ არ ჭირდე მწვრთნელი რომელიც მილიონებს იღებს,ველოსაპედის გამოგონება არა საჭირო,ბელგიის მაგალითიც საკმარისა,მიიღეს პროგრამა ყველა საფეხბურთო სკოლა ბავშვებს თითქმის ერთი პროგრამით ამზადებდა, 6-7 წლის შემდეგ მიიღეს შედეგი,ნახეთ რამდენი მაღალი დონის ფეხბურთელები ყავენ,ორ ნაკრებს ეყოფა.ჩვენთან სკოლებს ერთი დანიშნულება აქვთ ჩქარა გაყიდონ ფეხბურთელი ,მზადაა თუ არა არვის არ აინტერესებს,რამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ , რომელმა გაამართლა? მიდგომაა შესაცვლელი ,რაც უფრო ადრე ვიზამთ ადრე მოვიმკით შედეგს.
დავიდუსი
12:10 31-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული