აშშ-ს პირველობაზე ნიუ იორკ "რედ ბულზთან" საშინაო მატჩის 45-ე წუთზე კანადური "ტორონტოს" ამერიკელი ფორვარდი ჟოზი ალტიდორი მეტოქე გუნდის მცველს საშა კლეშტანს წაეჩხუბა და მსაჯმა კრის პენსომ ორივე გააძევა.
გასახდელში გასვლისას ალტიდორს "რედ ბულზის" ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაუხვდნენ და პოლიციამ ძლივს გაიყვანა სამშვიდობოს.
შეხვედრას, რომელსაც 40-ათასიან სტადიონზე 29 974 მაყურებელი დაესწრო, "რედ ბულზის" გამარჯვებით დასრულდა (1:0).