ამერიკის ქალთა ნაკრების 36 წლის მეკარემ ჰოუპ სოლომ პორტუგალიურ Expresso-ს გაუმხილა, რომ 2013 წლის "ოქროს ბურთის" გადაცემის საზეიმო ცერემონიისას ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დუნდულოზე ხელი წაავლო.
ეს ამბავი თურმე, კულისებში მოხდა, სანამ ისინი სცენაზე გავიდოდნენ. მაშინ ბლატერმა ამერიკელ ები უომბაჰს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა.
81 წლის ბლატერის წარმომადგენელმა სოლოს ნათქვამს სისულელე უწოდა.