პატრიკ კლუივერტის შვილმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე "აიაქსმა" 5:1 დაამარცხა აუტსაიდერი კერკრადეს "როდა". ამ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა ცნობილი ნიდერლანდელი ფორვარდის პატრიკ კლუივერტის 18 წლის შვილმა ჯასტინმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში გოლი არ ქონდა გატანილი.

აღსანიშნავია, რომ სამი საგოლე გადაცემა ნაანტრაქტევს შეცვლაზე შესულმა 20 წლის ნახევარმცველმა ფრენკ დე იონგმა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული