როლანდ კუმანს "გალათასარაიში" უხმობენ

AutoSharing Option
ჰოლანდიელ გამოცდილ სპეციალისტ როლანდ კუმანს თურქეთის საფეხბურთო კლუბის, "გალათასარაის" გაწვრთნას სთავაზობენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლელთა პრეზიდენტმა დურსუნ ოზბეკმა ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, "მალატიასპორთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.

გავრცელებული ცნობით, კუმანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, მასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, კლუბი ფათიჰ ტერიმისა და ლორან ბლანის კანდიდატურაზე გადაერთვება.

ჰოლანდიელი სპეციალისტი ბოლოს "ევერტონს" წვრთნიდა, საიდანაც მიმდინარე სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული