ლეონ გორეცკასთვის 5 გუნდი იბრძვის

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "შალკეს" გერმანელი ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას გადაბირებას 5 გუნდი ცდილობს. ამ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელის მსურველთა სიაში "ლივერპული", მიუნხენის "ბაიერნი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან.

გერმანული მედიის ცნობით, გორეცკა არჩევანს მერსისაიდულ კლუბზე შეაჩერებს. ამის მიზეზი "ლივერპულის" გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი და კამერუნელი მცველი ჟოელ მატიპი არიან. მატიპი და გორეცკა "შალკეში" ერთად ასპარეზობდნენ.

გორეცკას ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

გორეცკას "შალკესთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება. სატრანსფერო მარკეტზე ახალგაზრდა ფეხბურთელს 40 მილიონ
ევროდ აფასებენ.

ბუნდესლიგის ამ სეზონში გორეცკამ 11 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული