როგორც იცით, სერბეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთ ჯგუფში ასპარეზობდა, მუნდიალზე მწვრთნელის სლავოლიუბ მუსლინის ხელმძღვანელობით გავიდა, შემდეგ კი მუსლინი მოულოდნელად გადადგა.
მუსლინის მოვალეობას დროებით მისი 43 წლის ასისტენტი მლადენ კრსტაიჩი ასრულებდა. ის მთავარ მწვრთნელად დაამტკიცეს და ნაკრებს მუნდიალზე უხელმძღვანელებს.