ლუი ვან გაალი: "მანჩესტერი" საშინლად და მოღალატურად მომექცა

AutoSharing Option
ჰოლანდიელ მწვრთნელს ლუი ვან გაალს დღემდე ვერ მოუნელებია, თუ როგორ დაითხოვეს "მანჩესტერიდან".

გადაყენებული მწვრთნელი ვერ აიღებს კომპენსაციას, თუ სხვა გუნდში დაიწყო მუშაობა, ნიდერლანდელმა "მანიუდან" წასვლის შემდეგ ბელგიის ნაკრების ჩაბარებაზე ამიტომ განაცხადა უარი. მან "მანიუდან" და "ბარსელონადან" წასვლა შეადარა ერთმანეთს:

"მე "მანჩესტერი" საშინლად და მოღალატურად მომექცა. იქიდან დათხოვნის მერე მრავალი გუნდი მიწვევდა, მათ შორის ბელგიის ნაკრების მწვრთნელობასაც მთავაზობდნენ, მაგრამ კომპენსაციის გამო ერთი წელი ვერავის ვერ
დავთანხმდებოდი კონტრაქტის გაფორმებაზე. არადა, ბელგიური ვარიანტი ძალიან მიმზიდველი იყო. სპორტული თვალსაზრისით სისულელე ჩავიდინე. მაშინ მხოლოდ შურისძიებაზე და იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეიძულებინა გადამეხდევინებინა კომპენსაცია.

"ბარსადან" წამოსვლასთან შედარება? კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ლუის ნუნიესი არაჩვეულებრივად მომექცა. ფეხბურთში ყველა ადამიანები ერთნაირები კი არ არიან".
მკითხველის კომენტარები / 2 /
შურისძიებაზე კი არ ფიქრობდა მხოლოდ, ის კომპენსაცია ბელგიურ ხელფასზე მეტია და მაგას დახარბდა.:)
0
წატი შენი... გიწია რივას ცოდვებმა შე ძალით მაღალი დონის მწვრთნელო
R1vald0
04:55 08-01-2018
0

სიახლეები პოპულარული