ერიკ აბიდალმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კიბოთი იყო დაავადებული

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, 38 წლის ერიკ აბიდალმა გაიხსენა, თუ როგორ განიცადა ავადმყოფობა და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე გუნდს:

"ამ ტკივილს ვერასოდეს დავივიწყებ. აუტანელი იყო. თავი ბედნიერად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ ოპერაცია დამჭირდებოდა. ასეთ რამეს არავის არ ვუსურვებ.

ძალიან გავხდი. ერთხელ თამაშის წინ მხარდასაჭერად გუნდს ვიდეო გავუგზავნე. იცით, რა მითხრა მესიმ? ვიდეო აღარ გამოგვიგზავნო, რადგან ტკივილს გვაყენებსო. ამას სხვაგვარად ვუყურებდი და მინდოდა ბიჭებისთვის მხარი დამეჭირა. მათ კი მითხრეს, რომ მომაკვდავს ვგავდი და ეს ხასიათს უფუჭებდა.

როცა საავადმყოფოში ტიერი ანრიმ
მინახულა, ბავშვივით ვტიროდი. არ მინდოდა ასეთი ვენახე, თუმცა მისმა მოსვლამ გამახარა".

აბიდალი "ბარსაში" 2007-2013 წლებში თამაშობდა, შემდეგ ცოტა ხანი "მონაკოსა" და "ოლიმპიაკოსში" იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული