როგორც გაუწყეთ, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ეშტორილი" სახლში პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა "პორტუს", შესვენებისას კი 8-ათასიანი სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას ბზარი გაუჩნდა და ნგრევა დაიწყო, გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და თამაში აღარ განახლებულა.
რამოდენიმე ადამიანმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, სერიოზულად კი საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.
A Bola-ს ცნობით, შეხვედრა 21 თებერვალს განახლდება, მის ფორმატზე ჯერ არაფერს არ იტყობინებიან.