დევიდ ბექჰემი საფეხბურთო გუნდის შექმნას გეგმავს

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემი გეგმავს, მაიამიში საკუთარი საფეხბურთო გუნდი შექმნას. მან და მისმა პარტნიორებმა ამისათვის უკვე 27,6 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

ამ თანხით მათ მიწის ნაკვეთი იყიდეს, სადაც 25 000-იანი სტადიონის აშენებას გეგმავენ. ბექჰემმა თავისი გეგმის შესახებ 3 წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ქალაქის ცენტრში სტადიონისთვის ადგილის პოვნა ვერ მოახერხა.

ახლა კი სტადიონის ასაშენებლად ტრაილერების ყოფილი სადგური შეირჩა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახელი დაერქმევა გუნდს, გამოკითხვების მიხედვით კი მას შესაძლოა - AC Miami, Athletic Club Miami, ანდაც Inter Miami უწოდონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული