ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს "არსენალის" გაწვრთნა შესთავაზა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირს მორგანმა, რომელიც "არსენალის" თავგადაკლული ფანია, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინტერვიუ ჩამოართვა, "კანონირების" 45-ნომრიანი მაისურა აჩუქა და შემდეგ ტვიტერზე ეს დაწერა:

"პრეზიდენტი ტრამპი აშენებს მძლავრ დამცავ კედელს, შემტევი ფილოსოფიისაა, გამარჯვების ნებისმიერ ფასად მოპოვებას ცდილობს და "მეთოფეთა" გაწვრთნა შევთავაზე".

ცნობისათვის, პრეზიდენტად არჩევამდე დონალდი გლაზგოს "რეინჯერსის" შეძენას გეგმავდა, მისი უმცროსი შვილი ბარონი კი ფეხბურთს ვაშინგტონის "დი სი იუნაიტედის" 12-წლამდელთა გუნდში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული