ელ ჰაჯი დიუფს სენეგალის პრეზიდენტობა სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი, რომელსაც ბრიტანეთთან 12-წლიანი საფეხბურთო კარიერა აკავშირებს, სენეგალის პრეზიდენტობას აპირებს. დიუფმა საფეხბურთო კარიერა 2015 წელს მალაიზიის საფეხბურთო კლუბ "საბაჰში" დაასრულა, რის შემდეგაც პოლიტიკაში გადაინაცვლა.

"პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ოჯახთან ურთიერთშეთანხმებით მივიღე. მრავალი წლის მანძილზე მე მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, ახლა კი ახალი - პოლიტიკური კარიერა მაქვს. პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ხალხი ცვლილებებს ითხოვს. მინდა, რომ ჩემი მოსახლეობის ერთ-ერთი ჯარისკაცი ვიყო", - აღნიშნა დიუფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული