კეირუში: მესი დისკვალიფიცირებული უნდა იყოს იქამდე, სანამ არ დაამტკიცებს, რომ ადამიანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, 64 წლის პორტუგალიელმა კარლუშ კეირუშმა, რომელიც ახლა ირანის ნაკრების თავკაცია, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი დიადი ფეხბურთელია. ის ამ სამყაროდან არაა. ის რომ ადამიანი იყოს, იმ მაგიურ მომენტს ვერ შექმნიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

წაგება არ მიყვარს, მაგრამ იმის შემდეგ ნეგატიური შეგრძნება არ მქონია. როდესაც ასეთი მაგიური რამ ხდება, ხვდები, რომ ფეხბურთი ცოცხალია და ამიტომაა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა.

ამ მომენტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ის ხდის, რომ გოლი
გაიტანა იმან, რომელიც ფიფას მიერ დისკვალიფიცირებული უნდა იყოს იქამდე, სანამ არ დაამტკიცებს, რომ ადამიანია", - განუცხადა კეირუშმა ფიფას საიტს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის მსგავსი ფენომენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან(პელე,მარადონა,პლატინი), რონალდოს მაგვარი კარგი ფეხბურთელებით კი სავსეა საფეხბურთო სამყარო.
BARSA CHAMPION
21:46 28-02-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული