ალვარო მორატა ისკოსთვის ლონდონში სახლს ეძებს

AutoSharing Option
"რეალის" შემტევი ნახევარმცველი ისკო შეიძლება ზაფხულში "ჩელსიში" გადაბარგდეს.

"დონ ბალონის" ცნობით, "ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა თავის მეგობარს ისკოს "არისტოკრატებში" გადასვლას ურჩევს და არამარტო ურჩევს, არამედ მისთვის ლონდონში სახლს ეძებს.

გამოცემის მტკიცებით, ისკო უკმაყოფილოა, რომ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მასზე უფრო ხშირად ზოგიერთ ისეთ ფეხბურთელს ათამაშებს, რომელიც ფორმაში არაა.

მორატამ კი განაცხადა, რომ ისკო ბლანკოსისა და ესპანეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშეა, ბურთით ცეკვავს და თანაც მისი მეგობარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული