კაზემირო: დუგლას კოსტას შუაზე გადავამტვრევ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "რეალის" ნახევარმცველ კაზემიროს პრეს-კონფერენციაზე ასეთი კითხვა დაუსვეს:

- წარმოიდგინეთ სიტუაცია: "რეალი"-"იუვენტუსის" თამაშის 85-ე წუთია, დუგლას კოსტა ფლანგზე გაიჭრა, მისი შეჩერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. იფიქრებთ მუნდიალზე და დაინდობთ თანანაკრებელს?

ბლანკოსელმა ხუმრობით მოკლედ უპასუხა: "შუაზე გადავამტვრევ".

ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო გუნდისა" და ბიანკონერის პირველი მატჩი 3 აპრილს ტურინში, ხოლო საპასუხო 11 აპრილს მადრიდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული