ჰოლანდიის ნაკრებში ჯასტინ კლუივერტის დებიუტი შედგა - მას მამა "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს

AutoSharing Option
პორტუგალიასთან ჟენევაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში პატრიკ კლუივერტის 18 წლის შვილის, "აიაქსის" ნახევარმცველის ჯასტინ კლუივერტის დებიუტი შედგა. მან 78-ე წუთზე დეპაი შეცვალა.

ეს ბიჭი თავის გუნდში შესანიშნავად თამაშობს და მისი პერსონით "მანჩესტერის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო დაინტერესდა, თუმცა მისი მამის, ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელის პატრიკ კლუივერტის სურვილია შვილმა მასსავით "ბარსაში" იასპარეზოს.

"ასევე თუ გააგრძელა, დიდი ფეხბურთელი გახდება. რა თქმა უნდა, მსურს კარიერა ასულგრანაში გააგრძელოს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი ბიჭია და თავად უნდა გადაწყვიტოს. ისე, გამომიტყდა, რომ
ბლაუგრანაში გადასვლაზე ოცნებობს", - განუცხადა პატრიკმა Omnisport-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული